„პეპი გრძელწინდა“ -  დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი პრეზენტაცია
06-12-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ. ამ მიზნით, ისინი სწავლებისას თანამედროვე მეთოდებს იყენებენ და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში პრეზენტაცია - „პეპი გრძელიწინდა“ გაიმართა. მოსწავლეები შესაბამისად გამოეწყვნენ და აქტივობები განახორციელეს, ნაწარმოების შესახებ ისაუბრეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობში, პედაგოგ მზევინარ ჩუბინიძის ხელმძღვანელობით, მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203