ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლას ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული და ბეჯითი მოსწავლეები ჰყავს. ისინი სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან.
მე-11 კლასის მოსწავლე ელენე გოგოლაძე - Erasmus+ გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობდა და ესპანეთში იმყოფებოდა. იგი ერთი კვირის განმავლობაში, სასწავლო ვიზიტით ევროპაში იყო.
გარდა ამისა, მოსწავლე ჩართული იყო „ციფრული ოლიმპიადა მდგრადი განვითარების“ პროექტში, სადაც მისმა გუნდმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან, კონსტანტინე მარტინენკოსთან ერთად, პირველი ადგილი მოიპოვა რეგიონში სასკოლო ინიციატივის შექმნაში.
სკოლაში მისი მიღწევებით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„წარმატებებს ვუსურვებთ ელენეს, სკოლასა და მასწავლებლებს, სამომავლოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: