ნაბაკევის საჯარო სკოლის კლუბმა - „პატარა ექიმები“ შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო ღონისძიება გამართა
06-12-2022
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლაში შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, აქტივობები გაიმართა. 

სკოლის კლუბი - „პატარა ექიმები“ აღნიშნული თარიღის აღნიშვნას შეუერთდა და საინტერესო ღონისძიება მოაწყო. მათ თემის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, ვრცლად ისაუბრეს და პრეზენტაცია მოამზადეს.

მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, ასევე აღნიშნეს, რომ შიდსის პანდემია ჯერ არ დასრულებულა და აივ ინფექციის პრევენციისთვის ეფექური ბრძოლა მნიშვნელოვანია. ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებმა მათი დამზადებული ბუკლეტები დაარიგეს. 

კლუბის ხელმძღვანელი მარი ყენიაა.

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, ადამიანები მთელი მსოფლიოს მაშტაბით ერთიანდებიან, რათა მხარი დაუჭირონ აივ ინფიცირებულებს, გამოხატონ მათ მიმართ სოლიდარობა და პატივი მიაგონ შიდსით დაღუპულთა ხსოვნას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203