ქუთაისის N16 საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა ხეები დარგეს
06-12-2022

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხეების დარგვის ტრადიცია წლებს ითვლის.

ამჯერად, გარემოს გამწვანებაში მონაწილეობა 1-ლი და მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლების: მაია სიხარულიძის, ელენე მჭედლიძისა და დირექტორის მოადგილის - მაია ფხაკაძის ხელმძღვანელობით, მიიღეს.

მოსწავლეებმა საქმე სიხარულითა და მონდომებით შეასრულეს. უმცროსკლასელები ხეებს მხოლოდ სკოლის ეზოში კი არა, სურვილის გამოთქმის შემდგომ, დავალების სახით, უფროსებთან ერთად საკუთარ ეზოებშიც გააშენებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203