ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს დიდი მონდომებით, წარმატებით ასრულებენ.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის პედაგოგ ნინო ხრიკაძის ხელმძღვანელობით, დავალება სამხრეთ ამერიკისა და ანდების შესახებ შეასრულეს.
მათ ანდების მთების მაკეტი შექმნეს. თითოეული მოსწავლის ნამუშევარი ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი იყო. მოსწავლეებმა ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
იხილეთ ფოტოები: