კერძო სკოლის - „თაობა“ IX და X კლასის მოსწავლეები ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ და პრეზენტაციები მოამზადეს
06-12-2022
ბათუმის კერძო სკოლა „თაობას“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლეები ჰყავს. ისინი სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ახორციელებენ. 

ამჯერად, IX და X კლასის მოსწავლეები ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. მათ ინფორმაცია მოიძიეს და საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს. ზოგადად, ძალადობის შესახებ ისაუბრეს და დაგმეს. 

აქტივობაში მოსწავლეები პედაგოგ თამუნა ტაკიძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

„ჩვენი ვალია უზრუნველვყოთ ამ უფლებათა რეალიზაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში და დავრწმუნდეთ, რომ მათ შესახებ ცოდნა, მათი გაგება და გამოყენება ხელმისაწვდომია ყველგან, ყველასთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203