ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებს ხშირად და დიდი ინტერესით ასრულებენ.
ამჯერად, პროექტის - „ჩემი ეკოლოგიური ნაკვალევი“ ფარგლებში, მოსწავლეებმა პოსტერი - „მდგრადობის კომპასი“ შექმნეს.
მათ სიტუაციის მოდელირება გაითამაშეს და მდგრადი განვითარების მიზნები ოთხ მიმართულებაში გაანაწილეს: ბუნება, კეთილდღეობა, საზოგადოება და ეკონომიკა.
აქტივობა პედაგოგ ნინო ხრიკაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.
„მოსწავლეებმა გააცნობიერეს თავიანთი როლი გარემოს დაცვის საქმეში“,- აღნიშნავენ სკოლაში.