წეროვნის N2 სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ
06-12-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

სკოლის მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, ჯარისკაცები შეხვდნენ. მათ საინტერესოდ ისაუბრეს, მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს და შეკითხვებს ამომწურავად უპახუსეს.

შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. მისი მიზანი მოსწავლეებში სამოქალაქო თავდაცვის ცნობიერების ამაღლება იყო. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტო და ვიდეოები:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203