ტყიბულის N6 სკოლის მეორეკლასელებმა - ანანო აბესაძემ და ელენე კუბლაშვილმა izrune.ge-ს ოქროს დიპლომები მოიპოვეს
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი და შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს ხალისით ასრულებენ.
ამჯერად, სკოლის II
ა კლასის მოსწავლეებმა ანანო აბესაძემ და ელენე კუბლაშვილმა
izrune.ge-ს ნოემბრის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარეს და ოქროს დიპლომები დაიმსახურეს.
მათი კლასის დამრიგებელი და მათემატიკის პედაგოგი მარინა ტურაბელიძე-ჭანტურიძეა.
შეგახსენებთ, რომ
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
იხილეთ ფოტოები: