ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო პოსტერები და ნახატები შექმნეს
06-12-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.
ყურადღების მიღმა არც შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე დარჩენიათ. მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ანნა პეტროსიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო აქტივობა ჩაატარეს. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, თემატური ნახატები და პოსტერი მოამზადეს.
მოსწავლეებმა ყველას მოუწოდეს, რომ შიდსისგან თავი დაიცვან. აქტივობის ბოლოს მათ ნახეს ფილმი, რომელიც მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა ერთობლივად მოამზადეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს