იტალიიდან სპორტული წარმატებით დაბრუნებულ მოსწავლეს - ვარაზდატ აკოპიანს კიროვაკანის საჯარო სკოლ​აში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
06-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ვარაზდატ აკოპიანმა სპორტულ წარმატებას მიაღწია. 

ის კიკბოქსინგის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულია. გარდა ამისა, შეჯიბრებებში აქტიურად მონაწილეობს. ამჯერად,  ვარაზდატ აკოპიანი იტალიიდან საპრიზო მეორე ადგილით დაბრუნდა.

სკოლაში მოსწავლეს საზეიმო ვითარებაში დახვდნენ და ეს გამარჯვება მიულოცეს. მას სკოლის დირექტორი და სოფლის გამგებელი შეხვდნენ, მიულოცეს და მრავალი წარმატება უსურვეს.

„სკოლა, სრული შემადგენლობით, ბედნიერია და ეს დღე იქნება მნიშვნელოვანი და საინტერესო ყველასთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203