„ვინ მეტი სიტყვის განმარტება იცის?“ - თელეთის საჯარო სკოლის მე-2 კლასში საინტერესო კონკურსი ჩატარდა
06-12-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო, მოტივირებასა და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-2 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ( მ. ბუდაღაშვილი) ხელმძღვანელობით, ლექსიკაში კონკურსი - „ვინ მეტი სიტყვის განმარტება იცის?“ ჩატარდა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს.
„მსგავსი ტიპის კონკურსები სკოლაში ხშირად ტარდება, განსაკუთრებით - დაწყებით საფეხურზე. ფამოცდილებამ აჩვენა, რომ ასეთი აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს წერისა და ზეპირმეტყველების უნარებს, აზიარებს მდიდარ ქართულ ლექსიკას, რაც ხელს უწყობს მხატვრული ტექსტის სწორად გაგება-გააზრებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს