საღამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსოფლიოს მშვიდობისკენ ღონისძიებით მოუწოდეს
06-12-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება - „ჩვენ გვინდა მშვიდობა“, გაიმართა. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და მსოფლიოს მშვიდობისაკენ მოუწოდეს. გარდა ამისა მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

აღნიშნული ღონისძიება დაგეგმეს და ჩაატარეს ორენოვანმა დამხმარე მასწავლებელმა ჰაიკუი ჰახვერდიანმა და ქართული ენის მასწავლებელმა - ჰეღინე ჰახვეედიანმა. 

„ჩატარდა ძალიან საინტერესო და ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიება. მოსწავლეებმა თავიანთი მშვიდობის მტრედები კი მთელ მსოფლიოში გააგზავნეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203