ქვაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, პედაგოგ მაკა ასანიძის ინიციატივით, სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო
06-12-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობა მოეწყო. 

სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრისა და ისტორიის პედაგოგის - მაკა ასანიძის ინიციატივით, მათთვის სასკოლო, სასწავლო შემეცნებითი ტური გაიმართა.

მოსწავლეებმა მოინახულეს ძუძუანას მღვიმე, „ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“, „ფოტოგრაფიის მუზეუმი“ და შთაბეჭდილებებით სავსე დღე კლდეზე ცოცვის მასტერკლასით დაასრულეს. 

აქტივობებმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

მოსწავლეებს მეგზურობას ჭიათურის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სპეციალისტი ნანა ბრეგვაძე და უსაფრთხოების სპეციალისტი ლადო მუმლაძე უწევდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203