„ჩემი ხერხები ქიმიური განტოლების დროს“- არწივანის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე თემურ კოჩალიძე სასარგებლო ინფორმაციას გვიზიარებს
06-12-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლას ნიჭიერი, მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული და მოტივირებული მოსწავლეები ჰყავს, რომელთა განვითარებაზეც პროფესიონალი პედაგოგები დაუღალავად შრომობენ. 

ერთ-ერთი ასეთი მე-9 კლასის მოსწავლე თემურ კოჩალიძეა. ის ბეჯითი და შრომისმოყვარეა. ამჯერად, თემური ქიმიური გატოლების დროს გამოსაყენებელ ხერხებს გვიზიარებს.

„ჩემი ხერხები ქიმიური გატოლების დროს.

ქიმია და მისი რეაქციების გატოლება თუ სხვისთვის მოსაწყენია. სოფლის სკოლების ფონზე, სადაც ლაბორატორია სანატრელი გვაქვს, ჩემთვის სხვანაირად იშლება ქიმიური რეაქციების მიღება და გატოლება დაფასთან. ვფიქრობ, დრო არ სჭირდებათ რეაქციის გატოლებას. გავითვალისწინოთ:
  1. ქიმიური რეაქციის დაწერის დროს ქიმიური ფორმულა ზუსტად უნდა მივიღოთ (ვალენტობის გათვალისწინებით);
  2. რეაქციის გათანაბრებისას პირველად შეხედეთ მიღებული ნაერთში ფრჩხილებში მოქცეული ელემენტები რამდენჯერ არის აღებული;
  3. ნივთიერებაში ელემენტს თუ კენტი რიცხვი უწერია წინ ნივთიერებას დაუწეროთ ლუწი რიცხვი, რომელიც შემდეგ გაგვიადვილებს რეაქციის გატოლებას.

მე ასე ვაკეთებ სწრაფად, რაც მიხალისებს რეაქციის გატოლებას, შეგიძლიათ თქვენც გაითვალისწინოთ“,- წერს მოსწავლე.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203