„მსოფლიოს ცნობილი პოლიგლოტები“ - სამტრედიის  N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
05-12-2022

სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა რუსულენოვან პროექტზე - „მსოფლიოს ცნობილი პოლიგლოტები“  იმუშავეს.

რუსული ენის მასწავლებლის, მარიკა ვაჩეიშვილის ორგანიზებულმა პროექტმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი საგაკვეთილო გარემო შეუქმნა. მასწავლებლის მითითებით მათ მოამზადეს პრეზენტაციები, რომელიც იყო ინფორმაციული და საინტერესო.

პროექტის დასრულების შემდეგ მოეწყო დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა განავრცეს გაკვეთილის შინაარსი და ახალ თემებზე ისაუბრეს.

„მოსწავლეებმა პოლიგლოტებისა და იმის შესახებ ისაუბრეს თუ რამდენად შესაძლებელია ადამიანი დაეუფლოს რამდენიმე ენას. ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი მიმდინარე პროცესში, ვინაიდან გაკვეთილი შინაარსობრივი და ინფორმაციული იყო“, - აღნიშნავს მარიკა ვაჩეიშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203