„შეაჩერეთ ძალადობა ქალებზე!“ - ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საგანმანათლებლო აქტივობა
05-12-2022

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა აქტივობა  „შეაჩერეთ ძალადობა ქალებზე“.  აღნიშნული აქტივობა განხორციელდა USAID-ის  სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

აქტივობას ორგანიზება მახუნცეთის საჯარო სკოლის აქტიურმა და მოაზროვნე მოსწავლეებმა გაუწიეს. შეხვედრაზე მათ წარადგინეს პრეზენტაცია, შეასრულეს თემატური დავალებები და თამაშები. შეხვედრის მიზანი იყო ყურადღების გამახვილება ქალთა ძალადობის საკითხზე.

აქტივობამ ხელი შეუწყო, დამსწრეთა ცნობიერების ამაღლებას და თვალსაჩინო გახადა საზოგადოების, როლი ამ მწვავე პრობლემასთან ბრძოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203