სანავარდოს საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
05-12-2022

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლაში, ღონისძიება სახელწოდებით -  „ჩემი თვალით დანახული გალაკტიონი“  ჩატარდა.

მე-7 კლასის მოსწავლეები ღონისძიების დაგეგმვისა და ორგანიზების პროცესშიც მონაწილეობდნენ. მათ თავად აარჩიეს ლექსები გალაკტიონის კრებულიდან. პოეტთან დაკავშირებული სხვადასხვა, საინტერესო ისტორიაც თავად მოიძიეს, მოამზადეს და ღონისძიება ღირსეულად ჩაატარეს.   

ღონისძიების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა მხურვალე ტაში დაიმსახურეს, რის შემდეგაც სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ინტერესებზე მორგებული ღონისძიებები ხშრად იმართება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203