ჭალადიდის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო სპორტული ფესტივალი გაიმართა
05-12-2022

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეების მონაწილეობით შიდასასკოლო ფესტივალი მძლეოსნობაში, გეზრბენი 300მ/ზე სირბილში, ჩატარდა.

ფესტივალის დასრულების შემდეგ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

გოგონებიდნ პირველი ადგილის მფლობელი, მე-10 კლასის მოსწავლე, ლიზი გელენიძე გახდა. მე-2 და მე-3 ადგილის მფლობელები კი მე-9 კლასის მოსწავლეები - ლიზი წილოსანი და ლიზი ჭოჭუა არიან.

ბიჭებიდან, პირველი ადგილი მე-9 კლასის მოსწავლე, გიგი ლიპარტიამ დაიკავა. მეორე ადგილი მე-10 კლასის მოსწავლე, ლუკა რობაქიძეს ერგო, ხოლო მესამე  ადგილის მფლობელი  მე-7 კლასელი, ლუკა ქაჯაია გახდა.

სპორტულმა კლუბმა „ქარიშხალამ" და მათმა ხელმძღვანელებმა -  პ.ხვიჩიამ და  მ.კოვზირიძემ გამარჯვებულები სიგელებით დააჯილდოვეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203