„არა ქალთა მიმართ ძალადობას!“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასში კლასის საათი ჩატარდა
05-12-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებს ხშირად ახორციელებენ. მათი ყურადღების მიღმა არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ რჩება. 

ამჯერად, კლასში ქალთა მიმართ ძალადობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი კლასის საათი - „არა ქალთა მიმართ ძალადობას!“ ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, თემატური ნამუშევრები დაამზადეს და საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირეს. 

კლასის დამრიგებელი ირმა გურეშიძეა. 

„გაიმართა დისკუსია, ზოგადად, ძალადობის და კერძოდ, ქალის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რაც სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში გახშირდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203