ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, VIIა კლასში კომპლექსური დავალების პრეზენტაცია - „Семейный альбом“ ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და საკითხზე ხალისით იმუშავეს.
მათ პოსტერისთვის ოჯახის წევრების ფოტოები შეარჩიეს, პრეზენტაცისას ისაუბრეს ვინ იყო კონკრეტულ ფოტოზე გამოსახული. თქვეს მათი სახელი, მამის სახელი, ასაკი, პროფესია, სად მუშაობენ/სწავლობენ, ვინ ვის ჰგავს და რომელი პროფესია მოსწონდათ თავად.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
იხილეთ ფოტოები: