„ვემხრობი! შიდსის დამარცხებას“ - შემეცნებითი ღონისძიება ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში
05-12-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების (დამრიგებელი ქ. სულამანიძე) მონაწილეობით შემეცნებითი ღონისძიება „ვემხრობი! შიდსის დამარცხებას“  ჩატარდა.

აღნიშნული ღონისძიება მიეძღვნა აივ/შიდსის მსოფლიო დღეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ VIII-XII კლასის მოსწავლეები და პედაგოგები.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია და ვიდეომასალა, რომლის საშუალებითაც შეხვედრის მონაწილეებს ვრცლად  მიაწოდეს ინფორმაცია მსოფლიოსა და საქართველოში ბოლო 37 წლის განმავლობაში  აივ/შიდსის გავრცელების სტატისტიკისა და დაავადების დასამარცხებლად მსოფლიო ორგანიზაციების მიერ გაწეული მნიშვნელოვანი პრევენციული ზომების შესახებ.

როგორც სკოლის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, დიდი მოწონება დაიმსახურა მონაწილეთა მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციამ, ნახატებმა, ვიდეორგოლმა და მოსწავლეების დამზადებულმა ბუკლეტებმა, რომლებიც  შეხვედრის მონაწილეებს ცნობიერების ამაღლების მიზნით დაურიგდა.     


აღნიშნულ თემაზე, ისაუბრეს პედაგოგმა ლ. ტომარაძემ, დირექტორის მოადგილე  დ. რობაქიძემ და დირექტორმა თ. ბეჟაშვილმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203