„მიკრობები ჩვენს ირგვლივ“- აფხაზეთის N2 სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო რესურსებით გაჯერებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
06-12-2022
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი სწავლებისას თანამედროვე მიდგომებს იყენებენ და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებს ბიოლოგიაში გაკვეთილი „მიკრობები ჩვენს ირგვლივ (სასარგებლო და საზიანო მიკრობები)“ ჩაუტარდათ. მას პედაგოგი ქეთევან კვარაცხელია უძღვებოდა. მოსწავლეები მის მინდიმარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

გაკვეთილის სამიზნე ცნებები იყო - ბიფიდო ბაქტერია, დისბაქტრიოზი, დუღილი, საპროფიტული ბაქტერიები, დაავადების სიმპტომები, ეპიდემია, პანდემია, ვაქცინაცია.

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებს ემსჯელათ მიკრობების აგებულებაზე, ფუნქციონირებაზე, ასევე, დაეხასიათებინათ ბიომრავალფეროვნება და ესაუბრათ სასარგებლო და საზიანო მიკრობებზე.

„გაკვეთილზე მასწავლებელმა მიზნობრივად გამოიყენა მრავაფრეროვანი, საინტერესო და სააზროვნო საგანმანათლებლო რესურსები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203