ძიმითის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს
06-12-2022

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის მე-3 კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მოეწყო, რომელიც შემოდგომას მიეძღვნა. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობში, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

ღონისძიებაზე შემდეგი აქტივობები განხორციელდა:

  • ბავშვებმა ფოტოკოლაჟით წარმოადგინეს და აღწერეს „ შემოდგომის მთავარი მაგია";
  • ბებია-ბაბუებმა უპასუხეს პატარების დასმულ შეკითხვებს;
  • მშობელთა ჩართულობით მოეწყო „კულინარიული დუეელი", სადაც ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული;
  • ერთმანეთს ენაცვლებოდა პატარების მიერ მომზადებული ნომინაციები.

შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

„უფროსი და-ძმების, მშობლებისა და ბებია-ბაბუების ჩართულობით, ნამდვილი ქართული, გურული, ტრადიციული საღამო გვაჩუქეს. ეს იყო ყველაზე ლამაზი და განსხვავებული შემოდგომა 2022. ღონისძიების დასასრულს ამოავლეს, გურულების „ნუგბარი" ყველაზე ღირებული „გურული ჯანჯუხა“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ პრეზენტაცია ბმულზე

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203