ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პირველი თოვლის მოსვლა მასწავლებელმა დღესასწაულად უქცია
05-12-2022
პირველი თოვლის მოსვლა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის სკოლის მოსწავლეებისთვის დღესასწაულად იქცა. 

დადგა ზამთარი და დეკემბრის პირველივე რიცხვებში მოსულმა თოვლმა სკოლაში წინასაზეიმო განწყობა შეიტანა.  სკოლის მოსწავლეები პირველ თოვლს სიხარულით შეხვდნენ.

ფანჯრიდან მოცქირალი, სანახაობით აღფრთოვანებული ბავშვები მასწავლებელმა ეზოში გაიყვანა და ეს დღე კიდევ უფრო გაულამაზა. ბავშვების ამაღლებული განწყობა და მათი მოტივირებულება დამოკიდებულია მასწავლებელზე, ის ყოველთვის უნდა ხელმძღვანელობდეს მოსწავლეების სურვილებით. მისი წყალობით ეს დღე ბავშვებისთვის დაუვიწყარ სანახაობად გადაიქცა.

„მოსწავლეებს ძალიან გაუხარდათ პირველი  თოვლის მოსვლა. ბავშვების ჟრიამულმა მოიცვა სკოლის არემარე. დაე, მუდამ იყოს მშვიდობა მსოფლიოში და მსოფლიოს ყველა ბავშვს ჰქონდეს უდარდელი ბავშვობა“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203