თელავის N5 საჯარო სკოლაში ცნობილ მხატვარ-კარიკატურისტს უმასპინძლეს
05-12-2022
თელავის N5 საჯარო სკოლაში საპატიო სტუმარს უმასპინძლეს. მოსწავლეებს ცნობილი მხატვარ-კარიკატურისტი ზაალ სულაკაური ესტუმრა. აღნიშნულ ვიზიტს ორგანიზება ხელოვნების მასწავლებლმა ია ჩაველაშვილმა გაუწია. 

მხატვრის სტუმრობის მიზანი იყო მოსწავლეებში ხელოვნების მიმართ ინტერესის გაღვივება და პოპულარიზაცია. 

ქალაქ თელავის სკოლის დირექცია ხელს უწყობს სხვადსხვა აქტივობების განხორციელებას, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს  შეხვდნენ საინტერესო ადამიანებს და გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები სხვადსხვა მიმართულებით.

„დიდი მადლობა ბატონ ზაალს საინტერესო ლექციისა და მასტერკლასისთვის. მადლობა სკოლის დირექციასა და ჩვენს საყვარელ მოსწავლეს მათე მამულაშვილს, დახმარებისა და გვერდში დგომისთვის“. - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203