ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლაში პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ამ მიზნით საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება.
ამჯერად, სკოლაში ფეხბურთში შიდასასკოლო შეჯიბრი მოეწყო. ერთმანეთს მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული ორი გუნდი - „შევარდენი“ და „არწივი“ შეხვდა. მათ ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
საბოლოოდ, თამაში გუნდ „შევარდენის“ გამარჯვებით დამთავდა.
სკოლაში სპორტის მასწავლებელი კახა ბერძენიშვილია.
იხილეთ ფოტოები: