ფარცხანაყანევის N4 სკოლის დირექტორი იუბილარია - სასკოლო საზოგადოება ფატი თევდორაძეს დაბადების დღეს დიდი სიყვარულით ულოცავს 
05-12-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლას შედეგზე, მოსწავლეთა განვითარებასა და პედაგოგთა კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პროფესიონალი დირექტორი - ფატი თევდორაძე ჰყავს. 

მისი მთავარი საზრუნავი შესაფერისი სასწავლო გამოს შექმნა და სწავლებისას თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა. დღეს ამ ბრწყინვალე დირექტორის იუბილეა, რასაც სრულიად სასკოლო საზოგადოება - ყველა თანამშრომელი, პედაგოგი, მოსწავლე და მშობელი ულოცავს. 

დირექტორის ამაგს ყველა აფასებს და სურთ, რომ კიდევ დიდხანს ემსახუროს სკოლას. ისინი ფატი თევდორაძეს ბედნიერებას, წინსვლასა და ჯანმრთელობას უსურვებენ.

etaloni.ge მილოცვას უერთდება და ქალბატონ ფატი თევდორაძეს წარმატებას უსურვებს იმ კეთილშობილურ საქმეში, რომელსაც ის ემსახურება. 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203