„ჩემი საყვარელი წიგნი“- ყარაჯალის საჯარო სკოლის მე-7 კლასში კლასის საათი გაიმართა
06-12-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით კი სწავლებისას თანამედროვე მიდგომებს იყენებენ და საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-7 კლასში კლასის საათი - „ჩემი საყვარელი წიგნი“ ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ ისაუბრეს წიგნის დანიშნულებაზე, რა როლს ასრულებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ადამიანის ცხოვრებაში. შექმნეს წაკითხული ლიტერატურისთვის ხე, რომელზეც ფოთლების სახით, იმ ნაწარმოებებს განათავსებენ, რომელთაც წლის განმავლობაში წაიკითხავენ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აქტივობამ მოსწავლეებში დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203