წალენჯიხის N2 სკოლის მოსწავლეები, პროექტის - „ჯარისკაცის ერთი დღე“ ფარგლებში, სენაკის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტი - „ჯარისკაცის ერთი დღე“ განხორციელდა.
ამ მიზნით, ისინი სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზას ესტუმრნენ და ჯარისკაცის ყოველდღიურობას გაეცნენ. გარდა ამისა, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს სამხედრო ძალების შესაძლებლობების შესახებ მეტი გაეგოთ.
ისინი შემდეგ ინფორმაციას გაეცნენ:
- სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ისტორიას;
- შეიარაღებას და ჯავშანტექნიკას;
- სპორტულ ცხოვრებას;
- საცხოვრებელ ყაზარმებს;
- უსაფრთხოების სისტემებს.
მოსწავლეები აქტივობებში უდიდესი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.
სკოლის დირექტორი მანანა სონგულიაა, ისტორია და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - ნატო კვარაცხელია, გეოგრაფიის მასწავლებელი კი ნანა ჯაბურია.
„ამ პროექტმა მოსწავლეები კიდევ ერთხელ დააფიქრა პროფესიაზე, რომელსაც ჯარისკაცის და ქვეყნის დამცველი ჰქვია.
მადლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობას საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.