იელის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრებები სისტემატიურად იმართება
06-12-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი, იმართება სხვადასხვა ღონისძიება თუ აქტივობა, რომლებიც მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებაზეა ორიენტირებული.

სკოლაში ხუთშაბათობით „მხიარული ვიქტორინა“ და „რა? სად? როდის?“ მონაცვლეობით ტარდება. აქტივობის ორგანიზებაში ჩართული არიან კათედრები და უფროსკლასელები.

მოსწავლეები წინასწარ ემზადებიან. ისინი ლოგიკურ, სააზროვნო და სახალისო კითხვებს ინტერნეტსა თუ სხვადასხვა წიგნში თავად იძიებენ. ასევე, ითვალისწინებენ უმცროსკლასელების ინტერესებს (სთავაზობენ მხიარულ გამოცანებს). 

„პროცესი ძალიან სახალისოა, ბავშვები და უფროსებთან ერთად მსჯელობენ, განიხილავენ ყველა შესაძლო შემთხვევას და ასე მსჯელობით მიდიან პასუხამდე. სასკოლო საზოგადოება მადლობას  უხდის მეცხრეკლასელ  ალექანდრა ფანგანს საინტერესო აქტივობის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის და უსურვებს უამრავ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203