კალინინოს საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა „ოქროსფერი შემოდგომა“ გააცილეს
05-12-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლის მეორე კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მოეწყო, რომლითაც მოსწავლეებმა „ოქროსფერი შემოდგომა“ გააცილეს.
მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს