მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებსა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამჯერად, „ნორჩ მათემატიკოსთა“ კლუბის წევრებისა და მასწავლებლების - ნონა გურგულიანისა და არიკო ხვიბლიანის ორგანიზებით, „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეებთან ერთად, მასწავლებლები და მშობლებიც სიხარულით ჩაერთნენ. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
„შეჯიბრი ძალიან სახალისოდ წარიმართა. სპორტული აქტივობებით ისიამოვნეს ბავშვებმაც და უფროსებმაც...
იელის სკოლის მასწავლებლები და მშობლებიკმაყოფილებას გამოთქვამენ და ყოველთვის მხარს უჭერენ მოსწავლეების საინტერესო ინიციატივებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: