ხარაულის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
05-12-2022
თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის მე-4 კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ მოეწყო.
მოსწავლეები მის მიმდინარეობში, დამრიგებელ მარინე ტაკიძის ხელმძღვანელობით, მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. მათ თავიანთი ნახატების პრეზენტაცია მოაწყვეს, ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
ღონისძიებას სკოლის ადმინისტრაციის წევრები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ, აქტივობებმა მათი დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს