ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებს ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
05-12-2022
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებს საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ. 

ის კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მ. სართანიამ და მუსიკის მასწავლებელმა რ.აბაშიძემ გამართეს. 

გაკვეთილის თემა ქართული ხალხური ზღაპარი „ეთერი“ და ზ. ფალიაშვილის ოპერა - „აბესალომი და ეთერი“ იყო. მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

გაკვეთილს სახლ-მუზეუმის თანამშრომლები, აგრეთვე მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. სკოლაში თანამშრომლობისთვის ყველას მადლობას უხდიან. 

„მოსწავლეების მოტივაციამ, ჩართულობამ, თემისადმი ინტერესმა, არგუმენტირებულმა მსჯელობამ, კრიტიკულმა და შემოქმედებითმა აზროვნებამ ხელი შეუწყო გაკვეთილის მიზნის მიღწევას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203