კარაპეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს
05-12-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაპეტის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მოეწყო, რომელიც შემოდგომის გაცილებას მიეძღვნა. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

აქტივობა დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა გახსნეს -  მათ ბარაქიანი შემოდგომის სიუჟეტი წარმოადგინეს. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები, ასევე, ალტერნატიული ბაღის აღსაზრდელები აღზრდელებთან ერთად.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატები, აპლიკაციები, გააკეთეს პრეზენტაცია. აღსანიშნავია, რომ თავიანთი ნამუშევრებით დერეფანი გააფორმეს, სკოლის შიდა ეზოში კი თემატური ფლეშმობი მოაწყვეს, რაც მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო იყო.

შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203