ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში თემაზე - ფემიციდი საინტერესო პროექტი განხორციელდა
05-12-2022
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობენ, რომელთა საშუალებითაც მათ განვითარებაზე ზრუნავენ.
ამჯერად, პედაგოგების - ეკა ჭელიძისა და ფატიმა რობაქიძის ინიციატივით, პროექტი ფემიციდზე განხორციელდა, რომელშიც Xა კლასის მოსწავლეები - თეკლა გიორგაძე და ნინი დიდებაშვილი მონაწილეობდნენ.
მათ დაწყებით და საბაზო საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს ფემიციდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებიც დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.
აღნიშნული აქტივობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. მისი მიზანი მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს