ვაქირის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
05-12-2022
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლის მე-4 კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მოეწყო, რომელიც შემოდგომას მიეძღვნა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს- იმღერეს, ქართული ცეკვები შეასრულეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და შემოდგომა გააცილეს.
შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. ღონისძიების ხელმძღვანელი მასწავლებელი მარინე ფხოველიშვილი იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს