ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის საჯარო სკოლაში მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტის" შემოდგომის სეზონის ფინალი გაიმართა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს ონის მუნიციპალიტეტში „ევერესტის“ გამართვის პირველი შემთხვევაა.
„ოლიმპიადა არის, ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც საგნობრივი ცოდნის გამოვლენის გარდა ავითარებს ცხოვრებისთვის საჭირო მნიშვნელოვან უნარებს, მოტივაციას, წარმატების და მარცხის მიღებას, პასუხისმგებლობას და საკუთარი ძალების რწმენას, გულშემატკივრობას და სხვისი წარმატებით გახარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: