ხაშურის N7 საჯარო სკოლა საერთაშორისო კამპანიას აქტიურად შეუერთდა
05-12-2022
ხაშურის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, სკოლა საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კამპანიას - ENOArt - LIGHT FOR PEACE - შეუერთდა. აღნიშნული აქტივობა ყოველ წელს იმართება, წლევანდელი „ENOArt - სლოგანი იყო - „სინათლე მშვიდობისთვის“.
სკოლის ეზოში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს, აქტივობების მიმდინარეობაში კი მოსწავლეები მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. „ამ დღის გასალამაზებლად საგანგებოდ მოირთო სკოლის ეზო, რის გამოც სკოლა მადლობას უხდის მშობლებს, რომლებიც ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ და ერთობლივი ძალებით კიდევ ერთი ბედნიერი დღე აჩუქეს სკოლის მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს