ნოღის საჯარო სკოლაში კონკურსი - „ვწეროთ ასომთავრული“ გაიმართა
05-12-2022

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ნიჭისა და უნარების განვითარება-წარმოჩენას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოზარდებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს თუ კონკურსებს სთავაზობენ. 

ამჯერად, სკოლაში კონკურსი - „ვწეროთ ასომთავრული“ გაიმართა.

კონკურსს ორგანიზება ამავე სკოლის პედაგოგებმა - ნათელა ბრეგაძემ და მაია ლორიამ გაუწიეს. 

აღნიშნულ მარათონში მონაწილეობა, როგორც ნოღის ასევე ჭოგნარის სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მათგან ორი გამარჯვებული -  ნიკოლოზ კუტალაძე და შოთა გრიგოლია გამოვლინდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203