დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნამუშევრების გაყიდვიდან შემოსულ თანხას ხანდაზმულთა დახმარებას მოახმარენ
05-12-2022
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მოსწავლეები და პედაგოგები ჰყავს. 

ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლეებმა ხელნაკეთი აქსესუარები დაამზადეს, მათი გაყიდვიდან შემოსული თანის დიდი ნაწილი კი ამავე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლების ორგანიზებული პროექტის - „ხანდაზმულების სანტა“ ბიუჯეტში გადაირიცხება. 

აქტივობებში ყველა მოსწავლე მონდომებით ჩაერთო, მათი უდიდესი სურვილია, რომ ხანდაზმულები გაახარონ.

აღნიშნული პროექტი ქველმოქმედებაზეა ორიენტირებული და მარტოხელა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ხანდაზნულების დახმარებას ისახავს მიზნად. 

პროექტი ასევე ორიენტირებულია ფინანსური წიგნიერებისა და სამეწარმეო უნარების გაძლიერებაზე.

მოსწავლეთა ხელმძღვანელი პედაგოგი ნინო ლეკიშვილია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203