საღამოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
05-12-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ საღამოს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“, მოეწყო.
მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
ღონისძიების ორგანოზატორები ხელოვნების მასწავლებელი - ლიდა გალოიანი, ქართოლი, როგორც მეორე ენის მასწავლებლები - ჰეღინე ჰახვერდიანი და ასტღიკ გალოიანი და დამხმარე მასწავლებელი - ჰაიკუი ჰახვერდიანი იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება.