„სოციალურ სქესში დამალული სიმართლე, ანუ გენდერული თანასწორობა“- მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა
05-12-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს უმასპინძლეს. 

საბჭოს წევრები - მზია კიკალიშვილი და ლელა ბერძენიშვილი სკოლის დირექტორ მარინე ფხაკაძეს, VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.

აღნიშნული შეხვედრის თემა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა, „სოციალურ სქესში დამალული სიმართლე, ანუ გენდერული თანასწორობა“ იყო. 

სტუმრებმა ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე: გენდერული თანასწორობა, ფემიციდი, ძალადობა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, დასვეს კითხვები და ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

16-დღიანი კამპანია, რომელიც მსოფლიოს 187 ქვეყანაში 1991 წლიდან აღინიშნება, მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203