ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან.
PH International-ის პროგრამის - „პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობა სამცხე-ჯავახეთში - CPI“ ფარგლებში, სკოლის ეკოკლუბისა და სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს. მათ დამსახურებული პრინტერი უკვე მიიღეს. გარდა ამისა, საინტერესო შეხვედრა პოლიციის შენობაში გაიმართა.
მოსწავლეები პოლიციელების სამუშაო გარემოს გაეცნენ და დისკუსია გამართეს.
„დიდი მადლობა ორგანიზაცია PH International-ის CPI პროგრამის გუნდს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს, რომელიც აფინანსებს პროგრამას და ასევე დიდი მადლობა ბატონ გაგა საბაძეს საინტერესო შეხვედრისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: