„ოქროსფერი შემოდგომის გაცილება“- წყალთბილის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
05-12-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული შთამბეჭდავი ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომის გაცილება“ მოეწყო. 

დასწყწბითი კლასების მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. მოსწავლეებმა შემოდგომის კუთხე მოაწყვეს, სადაც უხვი და ბარაქიანი შემოდგომის სურათი აჩვენეს. ასევე, ლექსები სომხურ და ქართულ ენებზე წაიკითხეს. 

საბაზო და საშუალო კლასებში ვიქტორინა ჩატარდა, გარდა ამისა, მათ შემოდგომის თემაზე ესეები მოამზადეს.

სკოლის დირექციის მხრიდან სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ მოსწავლეთა ნამუშევრები დაათვალიერა და სხვადსხვა საჩუქრით წაახალისა. 

შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203