დილისკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ლამაზი ღონისძიებით გააცილეს
05-12-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მოეწყო, რომელიც შემოდგომას მიეძღვნა. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და „ოქროსფერი შემოდგომა“ გააცილეს. მათ დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარუდგინეს. ასევე, კლასის დამრიგებელთან და სკოლის დირექტორთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებული გარემო საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203