ნინოშვილის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლიზი ჩხარტიშვილი ესეების კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
05-12-2022

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო კონკურსსა და პროექტში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, მეცხრე კლასის მოსწავლე ლიზი ჩხარტიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში მონაწილეობდა. 

მოსწავლის ესსე მის საყვარელ წიგნს - მარკ ტვენის „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალს“ ეძღვნებოდა. ესემ დიდი მოწონება დაიმსახურა და ავტორი სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

სკოლაში ლიზი ჩხარტიშვილი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ. 

„დირექცია ულოცავს წარმატებულ მონაწილეობას კონკურსში და შემდგომ წინსვლას უსურვებს ნიჭიერ და მონდომებულ მოსწავლეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203