ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, ფილმის ჩვენება გაიმართა
05-12-2022

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის  N40 სკოლის მე-3კლასში  ფილმის - „ჰარი პოტერი და ფილოსოფოსიური ქვა“ ჩვენება, შემდგომი ანალიზი და დისკუსია გაიმართა. 

აქტივობა კლასის დამრიგებლის, ანა ჯანელიძის ხელმძღვანელობით, ჩატარდა.

„მედიატექსტის კითხვასთან დაკავშირებული ცოდნა და უნარები მედიაწიგნიერების პრეამბულად ითვლება. ერთ-ერთი გავრცელებული ვიზუალური მედიის სახეობა სწორედ ფილმებია. მათი ანალიზის მეთოდი კი უკვე წლებია დასავლეთის ქვეყნებში სწავლების პროცესში გამოიყენება.

ფილმი მოძრავი სურათებიდან შემდგარი აუდიო-ვიზუალური სტიმულია, რომელსაც საზოგადოების დამოკიდებულებასა და აზროვნებაზე სხვადასხვა გზით ზემოქმედება შეუძლია. ფილმების მეშვეობით დღეს უკვე მრავლად შევხვდებით სხვადასხვა იმპლიციდური გზავნილების გავრცელებას. შესაბამისად, სიტყვა ფილმის სწორი გააზრება, შერჩევა და სასწავლო პროცესში მისი ადეკვატურად გამოყენება ძალზედ მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორ მიმართულებას მოსწავლის კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებასთან ერთად, სწორ როლურ მოდელებთან იდენტიფიცირება და აგრეთვე, მოსწავლის ემოციური ინტელექტის განვითარება შეუძლია“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, კლასის ხელმძღვანელმა, ანა ჯანელიძემ მოსწავლეებს კომუნიკაციების კომისიის მიერ ინიცირებული ახალი პროექტი - „მედიის გასაღები“ შესთავაზა.  

აღნიშნული პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოზარდის მედიაწიგნიერების უნარის კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203