გორელოვკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს
05-12-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობას მართავენ.
ამჯერად, სკოლაში ღონისძიება - „შემოდგომის გაცილება“ ჩატარდა. მოსწავლეები მის მიმდინარეობში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა ღვინის დაყენების შესახებ პოსტერი გუნდურად მოამზადეს. მათ ყურძნის კრეფის, დაწურვის, ქვევრში ჩასხმისა და წვენის დუღილის შესახებაც ისაუბრეს. გარდა ამისა, მე-9 კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს თათარა და ჩურჩხელები ამოავლეს. მათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში წარმატებით გამოიყენეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს